saqarTvelos uReltexilebi - salaSqrosReles uReltexili

კოორდინატები 42°41`27` ჩ. გ. 44°52`01` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3695 მ
ქედი კიდეგანის ქედი

 

უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილო განშტოებაზე - კიდეგანის ქედზე. მწვერვალებს თათელისმაღალსა და საამღოსმაღალს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3695 მ. მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა ხევსურეთიდან – ჩეჩნეთისკენ.